• პანკისში საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდება

    ოთხშაბათი, 19 აპრილი 2017 13:03 view 3342
    პანკისში საფეხბურთო ფესტივალი ჩატარდება

    პანკისის ხეობაში საფეხბურთო ფესტივალი 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 24 გუნდი და 500-მდე მოზარდი მიიღებს. სპორტული ღონისძიება ფონდ „არველაძის“ პროექტის „სპორტული თერაპიის“ ფარგლებში გაიმართება.

    ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია პანკისელ ფეხბურთელებს შეხვდა და ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

    „გავიარეთ ის პრობლემები და საჭიროებები, რაც გუნდებს აქვთ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით „სპორტულ თერაპიაში“ ჩართული 24 სკოლა. მათ შორის, 4 სკოლა პანკისის ხეობიდან. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან და ვფიქრობთ, რომ ამ პროექტმა გაამართლა“, - აღნიშნა დიმიტრი ბოკერიამ.

    „სპორტული თერაპიის“ ფარგლებში საფეხბურთო სკოლები პანკისის ოთხ სოფელში გასული წლის ოქტომბერში დაფუძნდა. დუისში, ბირკიანში, ჯოყოლოსა და ომალოში მცხოვრებ მოზარდებს, კვირაში სამი დღე უფასო საფეხბურთო ვარჯიშები უტარდებათ. ოთხივე სოფლის გუნდს ინდივიდუალური მწვრთნელი ჰყავს.

    „სპორტული თერაპია“ ფონდი „არველაძის“ ინიციატივით 2016 წლის 1 ივნისს დაიწყო. პროექტის მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებსა და საზღვრისპირა სოფლებში საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება და საფეხბურთო ლიგის ორგანიზებაა. შიდა ქართლის შემდეგ, პანკისი მეორე რეგიონია, სადაც ფონდმა ბავშვთა საფეხბურთო სკოლები დააფუძნა. „სპორტული თერაპია“ პანკისის ხეობაში საქართველოს სამარიტელთა კავშირის, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, ავსტრიის სამარიტელთა კავშირისა და ავსტრიის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]