• weather cur horoscope

    სირიაში პანკისის მკვიდრი 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა

    სამშაბათი, 28 ივნისი 2016 13:51 view 3187
    სირიაში პანკისის მკვიდრი 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა

    სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა. ასლანბეგ ბორჩაშვილი საქართველოდან თურქეთში 2015 წლის აგვისტოში წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. საქართველოდან წასვლამდე ასლანბეგ ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობდა.

    გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ასლანბეგ ბორჩაშვილი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასლანბეგ ბორჩაშვილის და მასთან ერთად მისივე ბიძაშვილის, ამირან ბორჩაშვილის სირიაში წასვლის შესახებ გასული წლის სექტემბერში იუწყებოდა. ორივე მათგანი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ამირან ბორჩაშვილი ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი იყო.

    ასლანბეგ და ამირან ბორჩაშვილების სირიაში წასვლის დროისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის და ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით ახალგაზრდების გადაბირების ბრალდებით უკვე 2 თვის დაკავებული ჰყავდა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი აიუფ ბორჩაშვილი.

    სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 16 პანკისელი დაიღუპა.

    • 40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი;
    • 24 წლის ხალიდ აჭიშვილი;
    • 18 წლის ბესო კუშტანაშვილი;
    • 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი;
    • 24 წლის დავით სვიაკაური;
    • 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი;
    • 24 წლის რამზან ფარეულიძე;
    • 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი;
    • 39 წლის ვახა ბუგიევი;
    • 22 წლის მუხმად თურქოშვილი;
    • 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი;
    • 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი;
    • 22 წლის გურამ გუმაშვილი;
    • 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი;
    • 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი;
    • 23 წლის რუსტამ გელაევი;

    არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

    მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების…

    პანკისის უხუცესთა კავშირი ძალადობას გმობს და სათემო რადიოს მხარდაჭერას უცხადებს

    პანკისის სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ გამართულ აქციებთან დაკავშირებით…

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, პანკისის რადიოს მიმართ მუქარა გამოიძიოს

    საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]