• ახმეტაში აქცია გაიმართება პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით

    პარასკევი, 28 აპრილი 2017 11:10 view 3023
    ახმეტაში აქცია გაიმართება პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით

    დღეს, 28 აპრილს, 13:00 საათზე, ახმეტაში ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის მშენებარე ეკლესიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე სალოცავის დანგრევასთან დაკავშირებით.

    აქციის ერთ–ერთი ინიციატორის ზურაბ ფილაშვილის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შეხვდებიან.

    სოფელ ჯოყოლოში, მშენებარე ქრისტიანული სალოცავი დაუდგენელმა პირებმა აღდგომის ღამეს დაანგრიეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, სალოცავს წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მაყვალა ცისკარიშვილი აშენებდა.

    მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ან სხვა სახელმწიფო უწყებებთან. ეკლესიის ნანგრევებს არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

    მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ახმეტის პოლიცია მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]