• სირიაში კიდევ ერთი პანკისელი 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა

    ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 13:58 view 5147
    სირიაში კიდევ ერთი პანკისელი 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა

    სირიაში, საბრძოლო მოქმედებების დროს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 39 წლის ომარ მარგოშვილი დაიღუპა. მარგოშვილი ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. ომარ მარგოშვილი საქართველოდან თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. მას პანკისში ორი ოჯახი ჰყავს. ომარ მარგოშვილს ერთ ცოლთან 7, მეორესთან კი 3 შვილი დარჩა.

    „ყველამ ვიცოდით რომ სირიაში იყო, თურქეთშიც იმ მიზნით წავიდა, რომ სირიაში გადასულიყო. თავიდანვე მათი მიმდევარი იყო. ოჯახმა სცადა დაეყოლიებინა, რომ არ წასულიყო, მაგრამ თქვა, არ გავჩერდებიო“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ნათესავმა თამარ მარგოშვილმა.

    სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრის დაღუპვის შესახებ გუშინაც გავრცელდა ინფორმაცია. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ცნობით, სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ასლანბეგ ბორჩაშვილიც თურქეთში 2015 წელს წავიდა, შემდეგ კი სირიაში გადავიდა. საქართველოდან წასვლამდე ასლანბეგ ბორჩაშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის მესამე კურსზე სწავლობდა.

    სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში უკვე 17 პანკისელი დაიღუპა.

    39 წლის ომარ მარგოშვილი

    22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი;

    39 წლის ვახა ბუგიევი;

    24 წლის რამზან ფარეულიძე;

    22 წლის მუხმად თურქოშვილი;

    23 წლის თურფალ ბორჩაშვილი;

    33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი;

    24 წლის დავით სვიაკაური;

    18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი;

    21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი;

    22 წლის გურამ გუმაშვილი;

    18 წლის ბესო კუშტანაშვილი;

    36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი;

    24 წლის ხალიდ აჭიშვილი;

    26 წლის ჰამზათ აჭიშვილი;

    40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი;

    23 წლის რუსტამ გელაევი;

    არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობიდან სირიაში 50–მდე ახალგაზრდა იბრძვის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]