• weather cur horoscope

    პანკისში ელექტროენერგიის გათიშვის პრობლემა მოგვარდება - კახა კალაძე

    ოთხშაბათი, 03 მაისი 2017 16:02 view 3049
    პანკისში ელექტროენერგიის გათიშვის პრობლემა მოგვარდება - კახა კალაძე

    ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, პანკისის ხეობაში გაუმართავი ელექტროგადამცემი ხაზების, ბოძებისა და ტრანსფორმატორების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. როგორც მინისტრმა დღეს, სოფელ საკობიანოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სამუშაოები დაჩქარებული წესით, ორ კვირაში დაიწყება.

    „მე მითხრეს, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით გაქვთ ძალიან დიდი პრობლემა. ელექტოგადამცემი ხაზები, ბოძები და ტრანსფორმატორები გაქვთ კატასტროფულ მდგომარეობაში. ქარის ამოვარდნა ელექტროენერგიის გათიშვას იწვევს. ეს პრობლემა საერთოდ მოიხსნება პანკისის ხეობაში. ხვალ ეს საკითხი გაგვაქვს მთავრობის სხდომაზე, სადაც დავალება ექნება კონკრეტულ კომპანიას, რომ ელექტროგადამცემი ხაზების, ბოძების და ტრანსფორმატორების პრობლემა მოაგვაროს. ვფიქრობ, ორი კვირის შემდეგ დავიწყებთ სამუშაოებს და ეს ყველაფერი დაჩქარებული წესით მოხდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

    მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო პანკისის ხეობის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე რამდენიმე დღეც კი რჩება. ამასთან, დაბალია ძაბვა, რის გამოც საწარმოებს სრული დატვირთვით მუშაობა უჭირთ და ტექნიკაც ხშირად გამოდის მწყობრიდან. 2016 წლის სექტემბერში, სოფელ ბირკიანში, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა მასობრივად გადაეწვა.

    ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი წყვეტის, ასევე ძაბვის ცვალებადობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, პანკისის სათემო რადიო WAY-მ 2016–2017 წლებში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატს არაერთი საჩივრით მიმართა. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე სათემო რადიომ ათამდე სიუჟეტი და რამდენიმე გადაცემაც მოამზადა.

    დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პანკისის ხეობის სოფლების სტაბილური და უსაფრთხო ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტიდან 580 ათასი ლარი გამოყო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ონლაინ სწავლების გამოწვევები – რა შეცვალა კოვიდ-19-მა ჯოყოლოს სკოლაში

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, სადაც 146 მოსწავლე სწავლობს,…

    მთავრობა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს ხმების ყულაბად განიხილავს - ჭიაბერაშვილი

    რატომ არ ხვდება „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის…

    ახმეტის მერიამ პანკისის სათემო რადიოს ოფისის გაყიდვა არჩევნებამდე შეაჩერა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უკან…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]