• სირიაში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე პანკისელი დაიღუპა

    სამშაბათი, 29 აგვისტო 2017 15:35 view 3701
    სირიაში სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე პანკისელი დაიღუპა

    სირიაში, დაბომბვის შედეგად სავარაუდოდ, საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა. პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, ხეობაში ვრცელდება ცნობები პანკისიდან სირიაში წასული კიდევ სამი გოგონას, ერთ-ერთი გოგონას ქმრის და ოთხი ბავშვის გარდაცვალების შესახებ. ამ დროისთვის იმ პირთა ოჯახებში, ვისი გარდაცვალების თაობაზეც ინფორმაცია ვრცელდება, სამძიმარს ჯერ არ იღებენ.

    გუშინ, პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა ინფორმაცია სირიაში სოფელ ომალოს მკვიდრის 31 წლის ლევან ტოხოსაშვილის, მისი მეუღლის 26 წლის ლეილა გაურგაშვილის და მათი შვილების გარდაცვალების შესახებ. სოფელ ომალოში ტოხოსაშვილების ოჯახში სამძიმარს ახლაც იღებენ.

    გარდაცვლილთა ახლობლებმა პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.

    ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა.

    დადასტურებული მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 26 პანკისელი ემსხვერპლა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]