• საქართველოში დღეს საკრებულოს და მერების არჩევნები ტარდება

    შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 12:20 view 3915
    საქართველოში დღეს საკრებულოს და მერების არჩევნები ტარდება

    დღეს საქართველოში საკრებულოსა და მერების არჩევნები იმართება. ამომრჩეველი 64 საკრებულოს 2 058 წევრს და 64 მერს აირჩევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.

    პანკისის ხეობაში სულ ხუთი საარჩევნო უბანია გახსნილი და 4 703 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან სოფელ დუისის მე-5 საარჩვნო უბანზე რეგისტრირებულია 1038 ამომრჩეველი, ხოლო 26-ე საარჩევნო უბანზე -1 185.

    სოფელ ჯოყოლოს 23-ე საარჩევნო უბანზე 1298 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხალაწანის მე-8 საარჩევნო უბანზე - 381, ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე - 801 ამომრჩეველი.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 6.74 % იყო, რაც ნიშნავს, რომ ხმა 231 736 ამომრჩეველმა მისცა.

    რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, სულ რეგისტრირებულია 30 069 ამომრჩეველი, საიდანაც 10:00 საათზე საკუთარი არჩევანი 1 969 ამომრჩეველმა ანუ 5 %-მა პროცენტმა გააკეთა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]