• weather cur horoscope

    ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე ორი დარღვევა დაფიქსირდა

    შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 13:18 view 2713
    ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე ორი დარღვევა დაფიქსირდა

    ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 23-ე ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე ორი დარღვევა დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, ერთი საარჩევნო სუბიექტიდან უბანზე ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ ერთ-ერთ მათგანს საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

    „იგივე უბანზე იყო მეორე დარღვევა, როდესაც ამომრჩეველმა ითხოვა, ბიულეტინზე შემოხაზვაში ვინმე დახმარებოდა და მასთან ერთად შევიდა პირი, რომელიც ამ საარჩევნო უბანზე არ იყო რეგისტრირებული და დაეხმარა ხმის მიცემაში. ეს კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან მას არ ჰქონდა უფლება დახმარებოდა ამომრჩეველს ნების გამოვლენაში. ასეთი პიროვნება ნაკადის მარეგულირებელს არ უნდა შემოეშვა უბანზე. დარღვევა თავიდან ვერ იქნა აცილებული და ეს კონვერტი საარჩევნო ყუთში მოხვდა“, - უთხრა თამარ ლუკავამ რადიო „ვეის“.

    ჯოყოლოს 23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბელა მუთოშვილის განცხადებით, აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა.

    ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე სულ 1298 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, ხმა 170 ამომრჩეველს აქვს მიცემული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახალი დეტალები ვახტანგ ფარეულიძის ძმის და დაცვის წევრების დაკავებაზე

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმის…

    ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე ვახტანგ ფარეულიძის ძმა და მისი დაცვის 3 წევრი დააკავეს

    თბილისში პანკისის მცხოვრებლები ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და…

    პანკისში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა დააკავეს

    პოლიციამ პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმა, 35 წლის შმაგი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]