• სოფელ ჯოყოლოში ნაპოვნი შველი ბაწარის ნაკრძალში გაუშვეს

    ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017 11:58 view 6985
    სოფელ ჯოყოლოში ნაპოვნი შველი ბაწარის ნაკრძალში გაუშვეს

    პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში შველი იპოვეს, რომელიც ბაწარის ნაკრძალში გაუშვეს. ჯოყოლოს მკვიდრის, ზელიმხან გუმაშვილის თქმით, მდინარე ალაზნის პირას შველი ძაღლებისგან გადაარჩინეს, რის შემდეგაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაუკავშირდნენ და ნაკრძალში გადაიყვანეს.

    ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაშია, 1935 წელს დაარსდა და დაახლოებით 3000 ჰექტარს მოიცავს. ნაკრძალში შველი, კვერნა, წავი, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა ძუძუმწოვრები ბინადრობენ.

    ბაწარის ნაკრძალი მკაცრი ბუნებრივი რეზერვატია, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]