• პანკისში დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

    სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 16:48 view 5161
    პანკისში დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

    ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ადგილობრივები ხიდის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მდინარე ალაზანზე საკუთარი ძალებით გადებული საცალფეხო ხის ხიდი სახიფათო იყო და ადიდებულ წყალს ხშირად მიჰქონდა. ქისტი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ხიდიდან გადავარდნის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ.

    „ხელისუფლების წინაშე ყოველწლიურად ვაყენებდით დუისსა და ზემო, ქვემო და შუა ხალაწნებს შორის ხიდის გაკეთების საკითხს. ეს ძალიან საჭირბოროტო იყო იმდენად რამდენადაც წყალდიდობამ ძალიან დიდი მსხვერპლი მოიტანა. ბევრი ადამიანი დაიღუპა საცალფეხო ხიდიდან გადავარდნილი. წელს პროექტი შედგა და გაკეთდა ხიდი, რომელიც საშვილიშვილოდ იდგება“, - უთხრა რადიო „ვეის“ ხასო ხანგოშვილმა.

    2 მეტრი სიგანისა და დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობისთვის ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 177 115 ლარი გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შპს „კონსტრუქციონ სერვისი“ აწარმოებდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]