• ახმეტის მერიაში 13 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

    სამშაბათი, 09 იანვარი 2018 12:51 view 3820
    ახმეტის მერიაში 13 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ერთი ვაკანსია სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურშია გამოცხადებული, თორმეტი კი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე. დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.

    ვაკანტურია შემდეგი პოზიციები: სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; მერის წარმომადგენელი შახვეტილის, მატნის, საკობიანოს, დუისის, ჯოყოლოს, ხალაწნის, ქისტაურის, ზემო ალვნის, ქვემო ალვნის, თუშეთის, მაღრაანისდა ოჟიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

    სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 650 ლარია, ხოლო მერის წარმომადგენლების სარგო 1100 ლარს შეადგენს.

    კონკურსში მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად – განცხადების გადარჩევის, ზეპირი დავალების და გასაუბრების საფუძველზე მოხდება.

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უმაღლესი განათლება, 1–დან 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მოეთხოვებათ. ისინი ასევე უნდა იცნობდნენ საქართველოს კონსტიტუციას; ევროპულ ქარტიას „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს;კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს.

    დაინტერესებულმა პირებმა სამოტივაციო წერილი და მოთხოვნილი დოკუმენტები საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე უნდა ატვირთონ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]