• ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს

    ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 16:11 view 4109
    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს

    ახმეტაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. იდოიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, მისი დაცქვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

    „ზურაბ იდოიძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს და არ სურს მედიისთვის საჯაროდ განცხადების გაკეთება. ველოდებით საქმის მასალების გადმოცემას და ბრალის წაყენებას, რის შემედეგაც ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ“, - განაცხადა დავით მოდებაძემ.

    ზურაბ გორნაკაშვილის და შოაიფ ბორზიევის საქმის პროკურორის, ნონა ხუჭუას განცხადებით, ზურაბ იდოიძის დაკავების საფუძველი საქმეში არსებული მტკიცებულებები გახდა. პროკურორის თქმით, გორნაკაშვილი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, თუმცა მან გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა.

    „იდოიძის დაკავება მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. მათ შორის ჩვენებებიც, კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ გორნაკაშვილის ჩვენებას“, - განაცხადა პროკურორმა.

    პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ზურაბ იდოიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა 9 იანვარს, ახმეტაში დააკავა. სუს-ის განცხადებით, ის, პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული სასჯელისზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]