• weather cur horoscope

    პანკისის სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია - ციხელაშვილი

    პარასკევი, 12 იანვარი 2018 17:03 view 1377
    პანკისის სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია - ციხელაშვილი

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ოპერაციებს ეთნიკური მოტივაცია არ აქვს.

    „მინდა გამოვეხმაურო სხვადასხვა ჯგუფის თუ პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვრცელდება და საკითხის ეთნიკურ ჭრილში გადატანის ან პოლიტიკური ქულების მიღების მცდელობას უკავშირდება. მსგავსი ტიპის ოპერაციებს არ აქვს და ვერ ექნება ეთნიკური მოტივაცია. ამიტომ მინდა მოვუწოდო მათ, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრისას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა.

    ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, რომლის თავიდან აცილებაც სახელმწიფოს მოვალეობაა და რაც ხორციელდება კიდეც, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთოხებას ეხება.

    პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი მოსახლეობა ამ ქვეყნის ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში მათ არ სურთ არანაირი პროვოკაცია და დაპირისპირება. პანკისის ხეობის მიმართ ნამდვილად გვაქვს პოლიტიკა და ეს არის ხეობის მეტად განვითარების, მისი სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული თუ ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის, იქ მცხოვრები მოსახლეობის მეტად ინტეგრირებისა და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვნად ჩართვის პოლიტიკა, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება და განხორციელდება.

    ძალიან სამწუხაროა, რომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა. შვილის დაკარგვა მშობლებისა და ახლობლებისთვის უმძიმესი ტკივილია და მიუღებელია ამით პოლიტიკური სპეკულირება. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებელია დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

    პანკისის ხეობასა და თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კონტრტერორისტული ოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა და 4 პირი - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი დააკავა. სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მაჩალიკაშვილს და დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ ახმედ ჩატაევთან და მის დანაშაულებრივ ჯგუფთან. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით, 9 იანვარს, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ზურაბ იდოიძეც დააკავეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ტერორისტული საქმიანობისთვის ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში დააკავეს

    ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში, საქართველოს მოქალაქე ცეზარ…

    სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით,…

    ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]