• თურქებს ჩვენ გარეშე შეუძლიათ პრობლემების მოგვარება - მურად მარგოშვილი აფრინის ოპერაციაზე

    კვირა, 04 მარტი 2018 15:40 view 5348
    თურქებს ჩვენ გარეშე შეუძლიათ პრობლემების მოგვარება - მურად მარგოშვილი აფრინის ოპერაციაზე

    საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მუსლიმ ალ-შიშანი, უარყოფს თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის, დაჯგუფება „ჯუნუდ ალ-შამთან“ ერთად, აფრინში, თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულ სპეცოპერაცია „ზეთისხილის რტოში“ მონაწილეობს.

    მურად მარგოშვილის თქმით, ამ ეტაპზე თურქეთს საკუთრი პრობლემის მოგვარება მათი დახმარების გარეშე შეუძლია.

    „აფრინში მიმდინარე ოპერაციაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ამის შესახებ უკვე განვაცხადეთ და მიზეზებიც ალბათ გესმით. თურქი ხალხი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ის ყოველთვის ჩვენს გვერდში იდგა მთელი ისტორიის განმავლობაში. თუ მათ რამე პრობლემა აქვთ, რომლის თავად გადაწყვეტა არ შეუძლიათ და ჩვენ შეგვიძლია დახმარება, რა თქმა უნდა მივალთ დასახმარებლად. დღეს, მათ ძალაც აქვთ, საშუალებებიც და ჯარიც. მათ შეუძლიათ თავიანთი საკითხების გადაწყვეტა. ამ მდგომარეობაში, როდესაც სირიას მტერი უტევს, იტაცებს მიწებს და ხალხი ზამთარში საკუთარი სახლებიდან იძულებით მიდის, ამ პრობლემების დატოვება და იქ წასვლა, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. ჩვენ დღეს როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით სირიელ ხალხს და მათ დაცვას ვცდილობთ. ვხედავთ, რომ დღეს ისინი უფრო საჭიროებენ ჩვენს დახმარებას“, - განაცხადა მურად მარგოშვილმა On the Ground News-თან ინტერვიუში.

    თურქეთის ხელისუფლებამ სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე აფრინის რეგიონში სამხედრო ოპერაცია ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. ოპერაციის მიზანია თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორია გაათავისუფლონ ხალხის დაცვის დანაყოფებისგან (YPG), რომლებსაც თურქეთი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს.

    რაც შეეხება მურად მარგოშვილს, ის სირიაში 2012 წლიდან იმყოფება. მან იქ დაჯგუფება „ჯუნუდ ალ-შამი“ ჩამოაყალიბა, რომელიც სხვა მოკავშირე დაჯგუფებებთან, ძირითადად ალ-ნუსრას ფრონტთან ერთად, სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.

    2014 წლის სექტემბრიდან მურად მარგოშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შედგენილ უცხოელ ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაშია. დოკუმენტის მიხედვით, მან სირია-თურქეთის საზღვარზე ტერორისტების საწვრთნელი ბაზა შექმნა.

    48 წლის მურად მარგოშვილი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში 2017 წელს შეიყვანა. დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, მურად მარგოშვილი გროზნოშია დაბადებული. მას როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეობა აქვს და ასოცირებულია ალ-ნუსრას ფრონტთან (Jabhat al-Nusrah), რომელიც ალ-ქაიდას მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფებაა და სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედებს.

    2017 წელს მურად მარგოშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სასანქციო სიაშიც მოხვდა. ამ დოკუმენტში განმარტებულია, რომ 2000-იან წლებში მურად მარგოშვილი დოკუ უმაროვის მიერ კონტროლირებად მებრძოლთა დაჯგუფების ლიდერი იყო და მონაწილეობდა ინგუშეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და განხორციელებაში. მარგოშვილი რუსეთის ხელისუფლების მიერ იძებნება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]