• პანკისში დაჭრილი 23 წლის ქალი გარდაიცვალა

    ხუთშაბათი, 15 მარტი 2018 12:45 view 4271
    პანკისში დაჭრილი 23 წლის ქალი გარდაიცვალა

    პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები 23 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში უმძიმესი დაზიანებებით 9 მარტს მოათავსეს: „დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები. სამი ოპერაცია ჩაუტარდა, რეანიმაციაში იყო მოთავსებული, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, გული გაუჩერდა“.

    ოჯახის წევრების ინფორმაციით, 23 წლის ქალს იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა, როცა მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა. გარდაცვლილს 8 თვის ბავშვი დარჩა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]