• თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით პანკისში აქცია გაიმართება

    ორშაბათი, 18 ივნისი 2018 18:56 view 4185
    თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით პანკისში აქცია გაიმართება

    პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა, 19 ივნისს, ხეობაში საპროტესტო აქცია გამართავს. აქცია სოფელ დუისის შესასვლელში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის შენობასთან გაიმართება.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს მოკლულის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა უთხრა, აქციაზე თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან თითქმის 6 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების თქმით, სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეს ინფორმაცია უარყო.

    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული საჯარო განცხადებებით, თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო, სასამართლოსაც მიმართეს მორალური ანაზღაურების მოთხოვნით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]