• weather cur horoscope

    პანკისის სალაფიტური თემის იმამად თემურ ქავთარაშვილი აირჩიეს

    შაბათი, 07 ივლისი 2018 16:57 view 3769
    პანკისის სალაფიტური თემის იმამად თემურ ქავთარაშვილი აირჩიეს

    ჯამაათმა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამად, 36 წლის თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი აირჩია.

    თემურ ქავთარაშვილი სოფელ დუისში ცხოვრობს და პანკისის იმამად არჩევამდე, დუისის მეჩეთის იმამი იყო.

    როგორც სათემო რადიოს ჯამაათის წევრებმა უთხრეს, თემურ ქავთარაშვილს რელიგიური განათლება სირიაში აქვს მიღებული. ის თეოლოგი და ისლამის მცოდნეა.

    პანკისის სალაფიტური თემის იმამის პოზიციაზე თემურ ქავთარაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერდა ყოფილი იმამი ბექხან ფარეულიძე, რომელიც ერთი კვირის წინ გადადგა.

     

    ამ თემაზე:

    თუ გინდათ რომ პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით მათ - თემურ ქავთარაშვილი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით,…

    დაფუძნდა პანკისის სათემო ორგანიზაცია

    პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო…

    უკრაინიდან საქართველოში ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]