• weather cur airplane

    პანკისში რაგბი ბრუნდება

    ორშაბათი, 09 ივლისი 2018 12:33 view 841
    პანკისში რაგბი ბრუნდება

    ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ პანკისის ხეობაში რაგბის ბურთი ჩაიტანეს და ადგილობრივები ამ შესანიშნავ თამაშს აზიარეს. პროექტი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დაფინანსების არარსებობის გამო დაახლოებით ორი წლის წინ შეჩერდა. სპორტის მინისტრის ინიციატივით, რაგბის კავშირისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, ამ პროექტმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და უფრო მაშტაბურ სახეს მიიღებს.

    საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, სპორტი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, რაც დაჩქარებულ ტემპში „სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმის განხორციელებას გულისხმობს.

    სპორტის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სწორედ ამის ნაწილია ახმეტის მუნიციპალიტეტსა და პანკისის ხეობაში რაგბის აღორძინება, რომელიც სპორტულთან ერთად სოციალური პროექტიცაა.

    „დღეს ჩვენ ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ვიმყოფებით, სადაც უკვე სექტემბრიდან რაგბის ოთხი ასაკობრივი ჯგუფი (8, 10, 12 და 14 წლამდე) ივარჯიშებს.

    გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ახმეტის რაიონისა და პანკისის ხეობის სოფლებიდან უფასოდ მოხდება ბავშვების ტრანსპორტირება. ისინი რაგბში ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე ივარჯიშებენ, აქვე მიიღებენ შხაპს, ერთად ისადილებენ და ჩვენი ტრანსპორტით დაბრუნდებიან სახლებში.

    „ეს უმნიშვნელოვანესი სოციალური პროექტია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. მოხდება ახმეტელი და პანკისელი ბავშვების დამეგობრება. პროექტის მხარდაჭერისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის კავშირს, რომელიც თავის თავზე იღებს მწვრთნელების ანაზღაურებას. ჩვენგან მას მხარდაჭერა არ მოაკლდება“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

    ახმეტის გარდა, მინისტრი პირადად შეხვდა მატანში, საკობიანოში, დუისში, ქვემო ხალაწანსა და დუმასტურში მცხოვრებ ბავშვებს, მათ პროექტის შესახებ ესაუბრა და რაგბში ჩართვისკენ მოუწოდა. ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სპეციალურ ტრანსპორტს მუნიციპალიტეტი გამოყოფს, პროექტი კი სექტემბრიდან დაიწყება.

    „ყველას გული გვწყდებოდა ამ პროექტის შეჩერების გამო და მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელიც გვერდში დაგვიდგა ამ ძალიან კარგი საქმის აღორძინებაში“ - აღნიშნა რაგბის კავშირის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა გაიოზ მონიავამ.

    ახმეტელ და პანკისელ ბავშვებთან კახეთის რეგიონალური განვითარების მენეჯერი თენგიზ ცისკარიშვილი იმუშავებს: „მე ამ ბავშვებთან სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი. პროექტი ორი წლის წინ შეწყდა, რადგან ვეღარ ვახერხებდი ჩემი ხარჯებით პანკისში სიარულს. ბავშვებს რაგბი მოწონდათ და რამდენიმე დღის წინ ისინი სიხარულით შემხვდნენ. დაფინანსების არარსებობის გარდა, იყო სხვა პრობლემაც: ზამთარსა და წვიმაში ვარჯიში შეუძლებელი იყო. ახმეტის საფეხბურთო ბაზაზე და დარბაზში ვარჯიშისთვის ძალიან კარგი პირობებია. რადგან ბავშვების ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, დარწმუნებული ვარ ინტერესი ძალიან დიდი იქნება და სულ მალე ახმეტაში ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგის გუნდების შექმნის საშუალება გვექნება. რაც მთავარია, ამ ბავშვებს რაგბს და ერთმანეთს შევაყვარებთ“.

    საწყის ეტაპზე ვარჯიშები კვირაში ორჯერ ჩატარდება, უქმეებზე კი, ოთხივე ასაკობრივი ჯგუფი აღმოსავლეთ საქართველოს ფესტივალებზე ივლის.

    რაგბში ჩართული ბავშვთა რაოდენობის ზრდა, მწვრთნელების დეფიციტს გამოიწვევს, თუმცა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ჭუმბურიძე საკითხს იმედიანად უყურებს: „იდეალურია, როდესაც 10 ბავშვზე თითო მწვრთნელი მოდის, თუმცა საწყის ეტაპზე ერთ მწვრთნელს 25 ბავშვის ვარჯიშიც შეუძლია. რადგან რაგბში მოვარჯიშე ბავშვების რაოდენობა სწრაფად იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელების გადამზადება ადგილზე ჩატარდეს. კახეთში ამ საქმეს თენგიზ ცისკარიშვილი ხელმძღვანელობს. მან რეგიონში უკვე ჩაატარა ორი სემინარი. ჩვენ ვესწრებოდით გამოცდებს და საკმაოდ კარგი შედეგი მივიღეთ. პატარძეულის მაგალითმა დაგვანახა, რომ კახეთის რეგიონს დიდი პერსპექტივა აქვს და ამ მხრივ ეს პროექტი დიდი შედეგის მომტანი იქნება“.

    ახმეტის მუნიციპალიტეტში 17 სოფელია. რაგბის ასაკობრივ ჯგუფებში, რომელიც შემოდგომაზე ამოქმედდება, ყველა სოფლის ბავშვი ერთად ივარჯიშებს.

      

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის სათემო რადიომ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო მიიღო

    საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, სახალხო დამცველთან არსებულმა…

    გარდაიცვალა უმარ იდიგოვი, კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი

    პანკისის სათემო რადიო WAY მწუხარებას გამოთქვამს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის…

    „ქისტების სინდისსა და ნამუსზე იყოს პანკისში ზურაბიშვილის გამარჯვება“

    „მე ვფიქრობ, პანკისი დააფიქსირებს პროტესტს. მთელ ხეობაში ძირითადად „ოცნების“ მომხრეები…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]