• მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებული სპორტული მწვრთვნელებისთვის შეღავათები დაწესდა

    ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 10:50 view 3231
    მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებული სპორტული მწვრთვნელებისთვის შეღავათები დაწესდა

    სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარება იქნა შემოღებული.

    ფინანსური დახმარება ყოველთვიურია და მისი ოდენობა თვეში 50 ლარს შეადგენს.

    ფინანსური დახმარებას მიიღებენ მხოლოდ სპორტული პროფილის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მწვრთნელები, რომლებსაც: - მოპოვებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი; - შეტანილნი არიან მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში; - მაღალმთიან დასახლებებში ეწევიან სამწვრთნელო საქმიანობას არანაკლებ ბოლო 3 წლის მანძილზე სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში და, ამავე დროს, მათი საწვრთნელი პროცესი ორგანიზებულია არანაკლებ 5 პირისთვის.

    ფინანსური დახმარების ძირითად ოდენობას კიდევ 10 ლარი დაემატება იმ შემთხვევაში, თუ ბოლო 3 წლის მანძილზე, შესაბამის სპორტის სახეობაში (ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში), მის მიერ აღზრდილი 1 სპორტსმენი მაინც მონაწილეობდა ეროვნულ ჩემპიონატში, ანდა არანაკლებ 2-მა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილი რეგიონულ თუ ადგილობრივ შეჯიბრებებში;
    იგივე დანამატი მიეცემათ მწვრთნელებს, რომლებიც ფლობენ სამწვრთნელო საქმიანობის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს, ანდა აქვთ რომელიმე ეროვნული სპორტული ფედერაციისა თუ საერთაშორისო ფედერაციის მიერ გაცემული სამწვრთნელო საქმიანობის ლიცენზია.

    მწვრთნელებს, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ ორივე ამ მოთხოვნას, ფინანსური დახმარების გარდა მიეცემათ დანამატი თვეში 20 ლარის ოდენობით.

    ფინანსური დახმარების მიმღებ მწვრთნელთა ერთიანი სიის შედგენას უზრუნველყოფს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელიც საჭირო ინფორმაციას შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან და ეროვნული სპორტული ფედერაციებიდან მიიღებს.

    ფინანსური დახმარების მიღება პირს უწყდება შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ გარდაიცვალა; ბ) თუ შეუჩერდა ან შეუწყდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი; გ) თუ საერთოდ შეწყვიტა მაღალმთიან დასახლებებში სამწვრთნელო საქმიანობა, ანდა საქმიანობა შეწყვიტა საბიუჯეტო ორგანიზაციაში; დ) სხვა ობიექტური გარემოებების გამო ვეღარ ახორციელებს სამწვრთნელო საქმიანობას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]