• ორი პანკისელის გარდაცვალების გამო ქართულ-ვაინახური კულტურის ღონისძიება გაუქმდა

    პარასკევი, 27 ივლისი 2018 20:26 view 3074
    ორი პანკისელის გარდაცვალების გამო ქართულ-ვაინახური კულტურის ღონისძიება გაუქმდა

    ქართულ-ვაინახური კულტურის ღონისძიება, რომელიც სალაშქრო ბანაკის, „პანკისი ქემფინგის“ ორგანიზებით ხეობაში 28 ივლისს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების გაუქმების მიზეზი „ქისტი ახალგაზრდების ტრაგიკული სიკვდილი“ გახდა.

    „სირიაში თამაზ ბათირაშვილის სიკვდილის, ასევე, თურქეთში, დუისელი, 22 წლის ახალგაზრდის დაღუპვის გამო, რომელსაც მუშაობის დროს ხე დაეცა, ხვალ დაგეგმილი ღონისძიება გავაუქმეთ“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს „პანკისი ქემფინგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მანანა ქავთარაძემ.

    „პანკისი ქემფინგი“ პირველი სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკია პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის პირას, რომელიც ქართველმა და ქისტმა ახალგაზრდებმა, მანანა ქავთარაძემ და ბეგი ბორჩაშვილმა USAID-ის ზრდა პროგრამის და „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით დააფუძნეს.

    შეგახსენებთ, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, 38 წლის თამაზ ბათირაშვილი სირიაში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა. თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]