• weather cur horoscope

    პანკისში ჰესების მშენებლობის საკითხზე დისკუსია გაიმართება

    ორშაბათი, 06 აგვისტო 2018 16:10 view 1667
    პანკისში ჰესების მშენებლობის საკითხზე დისკუსია გაიმართება

    პანკისისა და ხადორის ხეობებში, ჰიდროელექტროსადგურების „ხადორის 3“-ის და „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე, 11 აგვისტოს, პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში დისკუსია გაიმართება.

    დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები.

    შეხვედრა მედიისთვის ღიაა. დისკუსია 13:00 საათზე დაიწყება.

    დისკუსიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმართეთ პანკისის სათემო რადიოს ტელეფონზე: 596 16 10 00.

    პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა სოფელ ბირკიანში „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები 29 ივნისს შეაჩერეს. ადგილობრივები ითხოვენ, პანკისში ახალი ჰესები აღარ აშენდეს. მათი თქმით, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ხეობაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან განადგურდება მდინარე ალაზნის ეკოსისტემა და უნიკალური ლანდშაფტი, დაიკარგება საძოვრები, საფრთხე შეექმნება სოფლების სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგებას, რის შედეგადაც ადგილობრივები სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსების გარეშედარჩებიან; ხეობა დაკარგავს ტურისტულ მიმზიდველობას, რაც თითქმის არარსებული ეკონომიკური შესაძლებლობების ფონზე ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი დასაქმების წყაროა; „ხადორი 3“ ჰესის გამო მილებში მოექცევა მდინარე ალაზნის საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%, რაც ფაქტობრივად ალაზნის დაშრობის ტოლფასია.

    ამასთან, პანკისელები ჰესების მშენებლობაზე უარის თქმის მიზეზებად, ელექტროსადგურებიდან მდინარის წყლის დაბინძურებას, მდინარეებში თევზის შემცირებას ან საერთოდ გაქრობასა და მაღალი ძაბვის ახალი ხაზის შესაძლო მშენებლობას ასახელებენ. პანკისში მეოთხე ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლოა დასახლებული პუნქტის გავლით მაღალი ძაბვის ახალი ხაზი აშენდეს, რათა ჰესიდან ელექტროენერგია ახმეტის ქვესადგურს მიეწოდოს. „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემული აქვს.

    ჰესების მშენებლობის საკითხი უხუცესთა კავშირსა და სალაფიტებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა, რის შემდეგაც სალაფიტებმა უხუცესებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, ახალი საბჭოს შექმნის შესახებ განაცხადეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    მეგობრული საუბრებიდან ვიცი, რომ წინააღმდეგობა არ არის - პანკისში ჰესის მშენებლობა იწყება

    პანკისის ხეობაში 27 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა…

    ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი…

    დემოკრატიის სკოლა პანკისში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

    11 სექტემბერს, ოთხშაბათს, 16:00 საათზე, სოფელ დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]