• პანკისში რუსული პროვოკაციაა დაგეგმილი - ელისო კილაძე

    სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 15:35 view 4684
    პანკისში რუსული პროვოკაციაა დაგეგმილი - ელისო კილაძე

    „შევეცდებით, ყველამ ერთად თავიდან ავიცილოთ ის რუსული პროვოკაცია, რომელიც პანკისში არეულობას და სპეცოპერაციების ჩატარებას ემსახურება. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია და აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს სიმართლე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ“, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ პანკისში, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

    კილაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ვრცელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობა ტერორისტების ბუდეა.

    „რუსეთ საქართველოს ომის ათი წლის თავზე, პანკისის ხეობაში ჩამოვედით ჩვენი ძმების და დების, ქისტების პატივსაცემად, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად.

    გვინდა, პანკისის ხეობიდან ვუთხრათ საქართველოს და მსოფლიოს, პანკისის ხეობა არის ძირძველი ქართული მიწა, რომელიც ქისტებმა შეუნარჩუნეს საქართველოს. პანკისი ყოველთვის იქნება საქართველოს შემადგენლობაში.

    მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ ტერორიზმის ხელშემწყობ პირად გამოაცხადა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გეგმავდა ჩვენს დაჭერას მიუნხენის აეროპორტში იმ მოტივით, რომ ჩვენ მას მივაცილებდით.

    მალხაზ მაჩალიკაშცილი თავისუფლად გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე. მის მიმართ სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, რომელიც თავად არის ტერორისტებთან ურთიერთობის ინიციატორი, რომელმაც თავად შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე ჯგუფი და საქართველოს მსოფლიოს თვალში მთლიანად შეულახა იმიჯი, ავრცელებს ბინძურ ჭორებს მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ.

    ეს იყო ერთი სცენარი - ჩვენი დაკავება მიუნხენის აეროპორტში, შემდეგ ტერორიზმში ბრალდებული პირის, მალხაზ ტოხოსაშვილის დაკავება ორშაბათს, დილით. არ გამოვრიცხავთ, რომ მას მიაცემინონ ჩვენება მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ. ასევე, ამ სცენარის ფინალური აკორდი იყო იმ სულელური, მდაბიო ხარისხის ვიდეო, რომელიც გავრცელდა დახურული ჯგუფების მეშვეობით, თითქოსდა „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლები ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავენ საქართველოში“, - აღნიშნა ელისო კილაძემ.

    „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათი წარმომადგენლები საქართველოში გაეცნონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის, მამა გიორგი მამალაძის და სხვა საქმეებს.

    ელისო კილაძის თქმით, ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოში გერმანიის ელჩს, ამ კვირაში კი შეხვედრას ევოკავშირის ელჩთან გეგმავენ: „ჩვენ ამ სიმართლეს ქვეყნის გარეთ მაინც გავიტანთ და აუცილებლად ჩავშლით იმ ბინძურ პროვოკაციას, რაც არის დაგეგმილი პანკისის ხეობის წინააღმდეგ“.

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]