• weather cur horoscope

    დისკუსია პანკისში თემაზე - ანტიდასავლური პროპაგანდა და რუსული გავლენა

    კვირა, 02 სექტემბერი 2018 20:31 view 2460
    დისკუსია პანკისში თემაზე - ანტიდასავლური პროპაგანდა და რუსული გავლენა

    პანკისის სათემო რადიო WAY აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით, 3 სექტემბერს, ორშაბათს, პანკისის ხეობაში გამართავს დისკუსიას თემაზე - ანტიდასავლური პროპაგანდა, რუსული გავლენა და ახალგაზრდების დამოკიდებულება საგარეო საკითხებისადმი.

    ანტიდასავლურ გზავნილებსა და დეზინფორმაციაზე მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ისაუბრებს, რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, ინსტრუმენტებსა და შედეგებზე - ფილოსოფიის დოქტორი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე. პედაგოგი და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი მოხსენებას გააკეთებს საგარეო საკითხებისადმი პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე.

    ლაშა ბაქრაძე და თამარ კინწურაშვილი დისკუსიის მონაწილეებს ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსაც გაუზიარებენ.

    დისკუსია გაიმართება სოფელ ჯოყოლოში, ლეილა აჭიშვილის საოჯახო სასტუმროში. ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ პანკისის მცხოვრებლები და ხეობაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    მორის მაჩალიკაშვილი დამნაშავედ ცნეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.…

    შსს პანკისში 200 თანამშრომელზე გათვლილ პოლიციის ახალ შენობას აშენებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ზუსტად…

    ქარტიის საბჭოს დასკვნით, მაჩალიკაშვილებზე «იმედის» სიუჟეტი მანიპულაციურია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი, რომელიც…
  • პოპულარული

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]