• პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე შეხვედრა გაიმართება

    ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 14:26 view 2978
    პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელშეწყობაზე შეხვედრა გაიმართება

    30 ნოემბერს, 15:00 საათზე, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებზე. შეხვედრის ორგანიზატორები არიან პანკისის სათემო რადიო WAY და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი.

    შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ დირექტორი მალხაზ ასლამაზიშვილი და კოლეჯის ქვემო ალვნის ფილიალის ხელმძღვანელი ნუგზარ ძამუკაშვილი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

    შეხვედრის მიზანია პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობა. მიზნის მისაღწევად,

    2019 წლიდან, პანკისის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომლებიც ქვემო ალვნის კოლეჯში ისწავლიან, ყოველდღიურად უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.

    პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა მთის სათემო ორგანიზაციების ფორუმზე, რომელიც 23-24 ოქტომბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, თელავში გაიმართა. ამ დროისთვის ქვემო ალვნის კოლეჯში პანკისის ხეობიდან არცერთი ახალგაზრდა არ სწავლობს. პანკისიდან ქვემო ალვნამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს, ტაქსით გადაადგილება კი ძვირია.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაიზიარეს სათემო ორგანიზაციების რეკომენდაცია და ახმეტის 2019 წლის ბიუჯეტში, პანკისიდან ალვანში სტუდენტების ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დაფინანსება გაითვალიწინეს.

    ალვანში პროფესიული განათლების ცენტრი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო კორპუსში ფუნქციონირებს. სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.

    ამ დროისთვის კოლეჯში ფუნქციონირებს ვეტერინარიის, ტურიზმის, რეწვის, ხელოვნების მიმართულების პროგრამები. ასევე, არის პროგრამები, რომელიც რეგიონში მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]