• weather cur horoscope

    სოფლის ნობათი პანკისიდან - თბილისში გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

    ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018 13:32 view 1247
    სოფლის ნობათი პანკისიდან - თბილისში გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

    29 დეკემბერს, თბილისში, შარდენის 19-ში მდებარე გალერეა პანკისელი ქალების მიერ დამზადებული პროდუქტისა და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.

    გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საახალწლო სუფრისთვის აუცილებელი, სოფლის ნატურალური ნობათი და თექისა და თიხის ნაკეთობები.

    გამოფენა-გაყიდვა 14:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. პანკისის თემაზე მოეწყობა ფოტოგამოფენაც.

    პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების მიერ წარმოებული პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა თბილისში უკვე მეორედ იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდია“, რომელიც პანკისის ხეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებითაც მუშაობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის მოსახლეობამ ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს პეტიციით მიმართა

    პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით,…

    დაფუძნდა პანკისის სათემო ორგანიზაცია

    პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო…

    უკრაინიდან საქართველოში ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]