• ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის შესამცირებლად საიამ პანკისში პროექტი დაიწყო

    ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019 18:02 view 2680
    ფოტოზე საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე ფოტოზე საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანია რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის შემცირება ახალგაზრდების ჩართულობისა და გაძლიერების გზით.

    პროექტის ფარგლებში, საია პანკისელ ახალგაზრდებს ჩაუტარებს ტრენინგებს სამოქალაქო ჩართულობის, ანგარიშვალდებულებისა და ადვოკატირების საკითხებში. ახალგაზრდები ასევე მოემზადებიან დებატების ტექნიკაში, რის შემდეგაც მონაწილეობას მიიღებენ დებატების ტურნირებში.

    საია ასევე მხარს დაუჭერს ახალგაზრდების ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტი 2019 წლის სექტემბერში დასრულდება.

    სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 32 პანკისელი ემსხვერპლა.

    Soufan Center-მა და Global Strategy Network-ის მიერ 2017 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოდან სირიასა და ერაყში 200-ზე მეტი ადამიანია წასული. წასულებიდან 50-ზე მეტი კვლავ სირიასა და ერაყში რჩება, 50-მდე ადამიანი კი სამშობლოში, საქართველოშია დაბრუნებული.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2016-2017 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნებით საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იმყოფება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]