• ვიმსჯელებთ, როგორ დავეხმაროთ პანკისში საგანმანათლებლო ცენტრებს - მინისტრის მოადგილე

    პარასკევი, 25 იანვარი 2019 00:55 view 2508
    ვიმსჯელებთ, როგორ დავეხმაროთ პანკისში საგანმანათლებლო ცენტრებს - მინისტრის მოადგილე

    „პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ექნება ის მხარდაჭერა, რაც კანონით შეგვიძლია“, - განუცხადა პანკისის სათემო რადიოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, პანკისში საგანმანათლებლო ცენტრების დახურვის საკითხზე კომენტირებისას.

    „რამდენადაც სახელმწიფოს გააჩნია პანკისის ხეობის განვითარების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ მიმართულებით მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაა, ჩვენ გვექნება ის მექანიზმები აწყობილი, თუ როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ, ცენტრებმა გააგრძელონ თავისი საქმიანობა. თუმცა, აქვე მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილებაპირდაპირ გასცეს გრანტი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. არსებობს სპეციალური წესი, როდესაც „აუთსორსინგზე“ გააქვთ რომელიმე პროგრამა და კონკურსის წესით შეირჩევა შესაბამისი ორგანიზაცია. ამცენტრებს, თემთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილებით, ასეთი ფორმით გამოცხადებულ პროგრამებში გამარჯვების შესაძლებლობა აქვთ.

    ამასთან, ჩვენ ვხედავთ მეორე მხარესაც, როდესაც დონორი ორგანიზაციები აპირებენ, რომ გასცენ გრანტები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სხვა სერვისების შეთავაზების მიმართულებით. მე ვფიქრობ, სახელმწიფო მინისტრის მხარდაჭერა, შუამდგომლობა, რეკომენდაცია ამ ცენტრებს დამატებითი ფინანსების მოპოვების და გააქტიურების შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

    მისივე თქმით, პრობლემების გადაჭრის მიზნით, მინისტრის აპარატი ცენტრების ხელმძღვანელობასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს.

    პანკისის ხეობაში, დუისის და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრებმა, დაფინანსების არქონის გამო მუშაობა 2019 წლის იანვრიდან შეწყვიტეს. ცენტრების აქტივობებში ხეობის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 300-მდე ბავშვი და ახალგაზრდა იყო ჩართული. ფუნქციონირებდა აბიტურიენტების მომზადების, კულინარიის, თექის წარმოების, კომპიუტერული პროგრამების, ცეკვის და სხვა კურსები. პერიოდულად კი დაინტერესებულ ახალგაზრდებს მეფუტკრეობას, სადურგლო საქმეს და ელექტროობასაც ასწავლიდნენ.

    ერთი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო ცენტრების ფუნქციონირებისთვის დაახლოებით 130 ათასი ლარია საჭირო. ცენტრების დახურვის შედეგად უმუშევარი დარჩა 34 თანამშრომელი, რომელთა უმრავლესობაც ქალია. საგანმანათლებლო ცენტრებს არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ამუშავებდა. ფონდის ხელშეწყობით მუშაობდა დუისის კულტურის სახლიც, სადაც წლის განმავლობაში ათობით ღონისძიება იმართებოდა.

    საგანმანათლებლო ცენტრებმა მუშაობა რომ განაახლონ, საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის მოთხოვნით, უახლოეს დღეებში, პანკისის ხეობაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრისთვის მიმართვას აპირებენ.

     

    ამ თემაზე: 

    მე და სახელმწიფო - დახურული საგანმანათლებლო ცენტრები პანკისში

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]