• პანკისის სალაფიტურ თემს ახალი იმამი ჰყავს - აბუ მუსლიმი

    შაბათი, 16 თებერვალი 2019 13:13 view 4478
    პანკისის სალაფიტურ თემს ახალი იმამი ჰყავს - აბუ მუსლიმი

    პანკისის ხეობაში სალაფიტური თემის იმამად 45 წლის ზურაბ ქავთარაშვილი (აბუ მუსლიმი) აირჩიეს. ზურაბ ქავთარაშვილი 2003 წლიდან 2018 წლის ზაფხულამდე იორდანიაში ცხოვრობდა, სადაც სასულიერო განათლება მიიღო. იგი დოქტორანტია ყურანის განმარტების სფეროში.

    ზურაბ ქავთარაშვილი სოფელ დუისში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. პანკისის სალაფიტური თემის იმამის პოზიციაზე მან თემურ (აბდულ ქერიმ) ქავთარაშვილი შეცვალა, რომელიც სალაფიტურ თემს 2018 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა. ჯამაათის წევრების ინფორმაციით, თემურ ქავთარაშვილი თავისი ნებით გადადგა.

    ახალი იმამი ზურაბ ქავთარაშვილი არ ადასტურებს ხეობაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ერთ-ერთი ქადაგებისას თემის წევრებს მოუწოდა, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.

    „სასულიერო პირი ვარ და ვცდილობ დისტანცია მქონდეს ამ საკითხთან. ხეობამ გადაწყვიტოს. ხეობის მოსახლეობის არჩეულია საბჭო. მაგათ არჩევანს პატივს ვცემ“, - უთხრა იმამმა პანკისის სათემო რადიოს.   

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]