• პანკისელი ახალგაზრდების პირველ ნაკადს პროფესიული კოლეჯი გაზაფხულზე მიიღებს

    კვირა, 17 თებერვალი 2019 13:31 view 4429
    პანკისელი ახალგაზრდების პირველ ნაკადს პროფესიული კოლეჯი გაზაფხულზე მიიღებს

    პანკისელი ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, კოლეჯ „აისის“ ქვემო ალვნის ფილიალში, 2019 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის რამდენიმე სპეციალობა ემატება: საექთნო საქმე; ვეტერინარია; თმისა და სილამაზის მომსახურება.

    როგორც კოლეჯ „აისის“ ქვემო ალვნის ფილიალის მენეჯერმა ნუგზარ ძამუკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს ეთერში განაცხადა, ფილიალს ამ სპეციალობების დასამატებლად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უკვე მზად აქვს და ავტორიზაციის პროცესში არიან.

    „აქამდე გვქონდა ისეთი პროფესიები, როგორიცაა თექის ოსტატი, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, ფერმერი მეთევზეობაში, კერამიკული ნაწარმის სპეციალისტი, მაგრამ 2019 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის ვამატებთ რამდენიმე პროფესიას, რაზედაც რეგიონში გაჩნდა მოთხოვნა. მათ შორის პანკისში ახალგაზრდებთან გამართული შეხვედრისას, ისევე როგორც ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, ყველაზე მოთხოვნად პროფესიებად საექთნო საქმე, ვეტერინარია და თმის სტილისტი განისაზღვრა“, - აღნიშნავს ნუგზარ ძამუკაშვილი.

    წინასწარი ინფორმაციით, კოლეჯი „აისი“ ქვემო ალვნის ფილიალში საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაციას შემდეგ პროგრამებზე გამოაცხადებს:

    საექთნო საქმე - სასწავლო კურსი 3 წლიანია; ამ სპეციალობაზე კოლეჯი 15 სტუდენტის მიღებას აპირებს;

    თმისა და სილამაზის მომსახურება - სწავლების ხანგრძლივობა 1 წელია, დაგეგმილია 12 სტუდენტის მიღება;

    საიუველირეო საქმე - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი და 2 თვეა; დაგეგმილია 15 სტუდენტის მიღება;

    ვეტერინარია - სასწავლო კურსი 2 წლიანია; დაგეგმილია 15 სტუდენტის მიღება.

    მხატვრული ქსოვა - სწავლის ხანგრძლივობა 1 წელი და 3 თვეა. კოლეჯი აპირებს 15 სტუდენტის მიღებას.

    საერთო ჯამში 2019 წლის გაზაფხულზე ქვემო ალვნის კოლეჯი 72 სტუდენტს მიიღებს. პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სწავლება მოიცავს პრაქტიკასაც. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.

    სტუდენტებს, რომლებიც პანკისის ხეობის სოფლებში ცხოვრობენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, სპეციალურად გამოყოფილი უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ.

    დაინტერესებული პირები, რომლებსაც ამ სერვისით სარგებლობა სურთ, 28 თებერვლის ჩათვლით უნდა დაუკავშირდნენ პანკისის სათემო რადიოს ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 599 13 42 13  ან 0 353 22 22 11 და შეავსონ ანკეტა.

    ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 2018 წელს ახორციელებდა მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტს, რომლის ფარგლებშიც პანკისელი ახალგაზრდებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ერთ-ერთ ინიციატივად გამოიკვეთა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ და პროფესიული კოლეჯის ხელმძღვანელობამ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

     

    ამ თემაზე მოისმინეთ გადაცემა:

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]