• 23 თებერვალი საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღეა

    შაბათი, 23 თებერვალი 2019 11:38 view 3932
    23 თებერვალი საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღეა

    23 თებერვალი საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღეა. 75 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს, იოსებ სტალინის განკარგულებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩეჩენი და ინგუში მოსახლეობის შუა აზიაში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ციმბირის ტაიგაში გადასახლების პროცესი დაიწყო.

    კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა მშობლიურ მიწაზე მცხოვრებ ვაინახებს (ჩეჩნები, ინგუშები) ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა და გადასახლების ოფიციალურ მიზეზადაც მტერთან კოლაბორაციას ასახელებდა. სამხედროების ძალადობის, სატვირთო ვაგონებით უმძიმეს პირობებში მგზავრობისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა შემთხვევების შედეგად ასოც ათასზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. გადარჩენილმა ჩეჩნებმა და ინგუშებმა, მათმა შთამომავლებმა სამშობლოში დაბრუნება სტალინიზმის ეპოქის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად მოახერხეს. რეპატრიაციის პროცესი მეოცე საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. 

    დეპორტაციის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში, „კავკასიურ სახლში“, 18:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრები და მომხსენებლები ისაუბრებენ ტრაგედიის მნიშვნელობაზე, გადასახლების პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ შედეგებზე, ვაინახთა თანამედროვე ყოფის პრობლემებზე. გამოიფინება დეპორტაციის ამსახველი მასალები, ნაჩვენები იქნება რამდენიმე დოკუმენტური ვიდეო-რგოლი და შესრულდება მუსიკალური ნომერი ჩეჩნურ ენაზე.

    „კავკასიური სახლი“ საღამოს კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტის, უმარ იდიგოვის ხსოვნას უძღნის. უმარ იდიგოვი 1969 წელს ჩეჩნეთში, სოფელ იანდიგუათარში, რეპატრიანტთა ოჯახში დაიბადა. 1999 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მიმდინარეობისას, სამხედრო ქირურგის მოვალეობის შესრულების დროს ფედერალურმა ძალებმა იდიგოვი ტყვედ აიყვანეს. ექიმი ექვსი თვის განმვალობაში ხანკალის საფილტრაციო კოლონიაში იმყოფებოდა. 2000 წლიდან 2018 წლის ნოემბრამდე, სიცოცხლის უკანასკნელ კვირამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, მონაწილეობდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, იყო საქართველოს პარლამენტის კონსულტანტი კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საკითხებში. უმარ იდიგოვი 14 ნოემბერს, ჩეჩნეთში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    „2010 წელს საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ „კავკასიური სახლისათვის“ შენობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. უმარ იდიგოვმა უდიდესი წვლილი შეიტანა „კავკასიური სახლის“ მხარდამჭერთა ორგანიზებისა და დაწესებულების გადარჩენის საქმეში“, - ნათქვამია საღამოს ორგანიზატორების განცხადებაში.

    ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]