• weather cur horoscope

    21 აპრილს პანკისში მომხდარი შეტაკების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

    ორშაბათი, 22 აპრილი 2019 13:43 view 1426
    21 აპრილს პანკისში მომხდარი შეტაკების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

    პანკისში, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შედეგად სამედიცინო დახმარების გაწევა 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული შსს-ს 15 თანამშრომელი.

    დაპირისპირება სპეცრაზმსა და პანკისის მცხოვრებლებს შორის მდინარე ალაზანზე ჰესების მშენებლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა. ვითარება დილითვე დაიძაბა, თუმცა განიმუხტა მას შემდეგ, რაც შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ აქციის მონაწილეებს მოლაპარაკება შესთავაზა. რამდენიმე აქტივისტი თელავში წაიყვანეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად.

    იმ დროს, როცა მოლაპარაკება ახალი დაწყებული იყო, შსს-მ ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები და ტექნიკა შეიყვანა, რასაც აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მოლაპარაკების მოლოდინში დამშვიდებული ვითარება შეტაკებაში გადაიზარდა.

    აქციის მონაწილეებმა დაწვეს და დაამტვრიეს შს სამინისტროს მანქანები და ტექნიკა, ასევე ჰესების მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი.

    საღამოს პანკისში შს მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ. სოფელ ძიბახევში მათ მოლაპარაკება გამართეს აქციის რამდენიმე მონაწილესთან. შეხვედრის მონაწილეთა თქმით, შეთანხმდნენ, რომ ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება, ვიდრე მოსახლეობის უმრავლესობა მშენებლობაზე თანახმა არ იქნება. შსს-მ ხეობიდან სპეცრაზმიც გაიყვანა.

    სამინისტრომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ეს იყოს ინვესტორის ერთი უკან დახევა, რომ არ უჩივლოს - ნარმანია პანკისზე

    „საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცეებს უნდა მოეთხოვოთ,…

    პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

    პანკისის ხეობაში 27 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა…

    ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]