• საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პანკისის ხეობაში იმყოფებოდა

    შაბათი, 24 სექტემბერი 2016 13:18 view 5116
    საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პანკისის ხეობაში იმყოფებოდა

    საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პანკისის ხეობას ესტუმრა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

    მაკა ჩიჩუამ სოფელ დუმასტურში დღის ცენტრი დაათვალიერა, რომლის ბენეფიციარები პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან.

    პროექტის მიზანი პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი  ბავშვებისთვის საგანმანათლებლო, სოციალური, კულტურული შესაძლებლობის განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა. პირველი ლედი ბავშვებს გაესაუბრა, მათი სასწავლო ოთახები დაათვალიერა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

    მაკა ჩიჩუამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოფელ დუისში ჭიდაობის დარბაზიც დაათვალიერეს და საწვრთნელ ჩვენებას დაესწრნენ, რომელშიც  სოფელში მცხოვრები 100-მდე ბავშვი ძიუდოს ეუფლება.

    პირველმა ლედიმ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოსთანაც გამართა შეხვედრა. შეხვედრისას საბჭოს წევრებმა ხეობაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და ისაუბრეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ.

    პროექტის „ქალები ქალების სამსახურში”, რომელსაც პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭო ახორციელებს, მონაწილე ქალბატონებმა მაკა ჩიჩუას პროექტის მიზანი გააცნეს. პროექტი პანკისის ხეობის 12 სოფლის მცხოვრები ქისტი ქალების და ახალგაზრდა გოგონების ინფორმირების მიზნით ხორციელდება, რომელიც მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქალთა უფლებების აგიტაციისა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება, ასევე, ქალთა ინტერესებისთვის ტრადიციული ადათ-წესებისა და რელიგიის სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

    „დღეს მე შევხვდი ისეთ ადამიანებს, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ, რისი კეთება უნდათ ამ მხარეში, რა პრობლემებია, როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა და ესენი არიან ძალიან ძლიერი  სულის ქალები გაერთიანებულნი ქალთა უხუცესთა საბჭოში, რომლებმაც შეძლეს და ძალიან ბევრი პრობლემა უკვე დაძლიეს, იმის ხარჯზე რომ ზუსტად იცოდნენ რისი კეთება სურდათ. მე მათ მოვუსმინე და აღფრთოვანებული ვარ მათი ძალით. მათ შეძლეს ერთად დაჯდომა გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ, უხუცეს კაცებთან შეთანხმება, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო“, -აღნიშნა პირველმა ლედიმ

    შეხვედრების დასასრულს მაკა ჩიჩუა პანკისის სათემო რადიო „ვეის“ ესტუმრა და რადიოგადაცემაში მიიღო მონაწილეობა.

    პირველ ლედისთან ერთად პანკისის ხეობაში იმყოფებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]