• პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

    სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 16:53 view 3358
    პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება

    პანკისის ხეობაში 27 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა სავარაუდოდ ნოემბერში დაიწყება. როგორც კომპანია „ფერის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, „ხადორი 3“-სგან განსხვავებით, „სამყურისწყალი 2 ჰესი“ დასახლებული პუნქტიდან 15 კილომეტრით იქნება დაშორებული.

    „აღნიშნული ჰესის მშენებლობაზე ნებართვა უკვე დიდი ხანია გაცემულია და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მშენებლობის დაწყებას. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს შიდა ნიუანსებზე, შეიძლება იყოს ნოემბერი, დეკემბერი, ან იანვარი. ძალიან დიდი დროც არ არის დარჩენილი“, – ამბობს იორდანიშვილი.

    კითხვაზე, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ნოემბერში ჰესის მშენებლობის დაწყებას, იორდანიშვილმა განაცხადა: „დავუშვათ, დესტრუქციული ძალების მიერ მართულმა პროცესმა, რომელიც წინააღმდეგია ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული განვითარების“.

    „ფერის“ დირექტორის თქმით, პანკისის ხეობის მცხოვრებთა ნაწილის პროტესტი დაკავშირებული იყო „ხადორი 3“-თან, ხოლო „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობაზე, იორდანიშვილის ინფორმაციით, წინააღმდეგობა არ არსებობს.

    „მოსახლეობის პოზიციაში რა იგულისხმება? ნებართვა გაცემულია, საჯარო განხილვები ჩატარებულია, საერთოდ სოფელთან და მოსახლეობასთან შემხებლობა არ აქვს. ის პროცესები მოჰყვა „ხადორი 3“-ს, რომელიც უშუალოდ სოფელთან ახლოს მდებარეობს. მეგობრული საუბრების დონეზე ვიცი, რომ ადგილობრივებს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვთ“, - ამბობს იორდანიშვილი.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), პანკისის ხეობის მცხოვრებლების სახელით, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობის საკითხზე დავა დაახლოებით ათი თვის წინ დაიწყო. ორგანიზაცია იმ აქტების ბათილად ცნობას ითხოვს, რომელთა საფუძველზეც „სამყურისწყალი 2 ჰესი“ უნდა აშენდეს. EMC მიიჩნევს, რომ მშენებლობაზე ნებართვები ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე გაიცა.

    „როგორც წესი, ეს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ და EMC, ყველა ნებართვას ასაჩივრებენ და რომ გითხრათ, დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ... მერამდენე სასამართლოა, ვერც გეტყვით. მათ ეს გაასაჩივრეს რამდენიმე თვის წინ და პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე წელი გაგრძელდება. დიდი ალბათობით ჯერ დამთავრებისგან ძალიან შორს იქნება“, – განაცხადა იორდანიშვილმა.

    ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის დოკუმენტის მიხედვით, „სამყურისწყალი 2 ჰესი“ ექსპლუატაციაში 2021 წლის აპრილის ბოლოს უნდა შევიდეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]