• weather cur horoscope

    პანკისის უხუცესთა კავშირი - არასდროს გვავიწყდება პატრიარქის მზრუნველობა ქისტებისადმი

    კვირა, 03 ნოემბერი 2019 11:34 view 1713
    პანკისის უხუცესთა კავშირი - არასდროს გვავიწყდება პატრიარქის მზრუნველობა ქისტებისადმი პანკისის სათემო რადიოს ფოტო

    პანკისის უხუცესთა კავშირი განცხადებას ავრცელებს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

    „უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ აღმაშფოთებელი და ყოვლად მიუღებელია საქართველოს პატრიარქისადმი გამოთქმული უხამსი განცხადებები. ადამიანის მიმართ, რომელიც არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანების, არამედ საქართველოში მცხოვრები ყოველი კონფესიის წარმომადგენელთა გულშემატკივარიცაა.

    არასდროს გვავიწყდება მისი განსაკუთრებული და მზრუნველი დამოკიდებულება პანკისში მცხოვრები პატარა ეთნოსის - ქისტებისადმი. მისი უშუალო ჩარევითა და დაინტერესებით გადაწყდა უამრავი საჭირბოროტო საკითხი ხეობაში.

    გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მისდამი ჩვენს დამოკიდებულებებში ვერავითარი ბინძური პოლიტიკა თუნდაც უმნიშვნელო ბზარს ვერ შეიტანს, რადგანაც სწორედ იგია სიკეთის, ჭეშმარიტი მართლმორწმუნის განსახიერება და ასეთად დარჩება ჩვენს გულებში“, - ნათქვამია უხუცესთა კავშირის განცხადებაში.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ქუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების თქმით,…

    ხელისუფლებამ პანკისში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა - უხუცესი

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანკისის…

    პანკისის უხუცესთა კავშირი - არასდროს გვავიწყდება პატრიარქის მზრუნველობა ქისტებისადმი

    პანკისის უხუცესთა კავშირი განცხადებას ავრცელებს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]