• weather cur horoscope

    ტერორისტული საქმიანობისთვის ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში დააკავეს

    პარასკევი, 15 ნოემბერი 2019 23:10 view 1290
    ტერორისტული საქმიანობისთვის ძებნილი ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში დააკავეს

    ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, მეტსახელად ალ ბარა შიშანი დააკავეს. ტოხოსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველო ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან.

    2019 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    ცეზარ ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდანაა (პანკისის ხეობა). სირიაში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის აგვისტოში გავრცელდა. სოფელ ომალოში დედამისის სახლში ორი დღის განმავლობაში სამძიმარსაც კი იღებდნენ. ნათესავებმა მაშინ პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ცეზარ ტოხოსაშვილი დაბომბვაში მოჰყვა და ცოლ-შვილთან ერთად დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახმა ცეზარ ტოხოსაშვილისგან WhatsApp–ით შეტყობინება მიიღო, რომ ცოცხლები იყვნენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]