• პანკისელმა ასლან გორგიშვილმა M-1 ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა

    ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 11:45 view 5627
    პანკისელმა ასლან გორგიშვილმა M-1 ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა

    24 სექტემბერს თბილისში ჩატარდა პროფესიონალური ტურნირი M-1 -ში, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირში მონაწილეობდა პანკისელი ასლან გორგიშვილი, რომელმაც 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამრაუნდიანი დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ გიორგი ლელაშვილი დაამარცხა.

    ასლან გორგიშვილი ამჟამად M-1 -ის მოჩხუბარია. ამ სახეობაში ეს ორთაბრძოლა მისთვის უკვე მესამე პროფესიონალური შეხვედრა იყო და სამჯერვე გამარჯვება იზეიმა.

    სანამ ასლანი ამ სახეობაში (M-1) დაიწყებდა ასპარეზობას, ის ასევე ვარჯიშობდა „უშუსა“ და „კიკბოქსინგში“, რაშიც სხვადასხვა ტიტულებთან ერთად მოპოვებული აქვს საქართველოს ჩემპიონის ტიტული თავის წონით კატეგორიაში.

    შემდეგი საერთაშორისო პროფესიონალური ორთაბრძოლა მას უკვე ნოემბერში აზერბაიჯანში ელოდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]