• weather cur horoscope

    გადაცემის წამყვანი/რეპორტიორის ვაკანსია - პანკისის სათემო რადიო

    კვირა, 12 ივლისი 2020 14:32 view 1386
    გადაცემის წამყვანი/რეპორტიორის ვაკანსია - პანკისის სათემო რადიო

    პანკისის სათემო რადიო აცხადებს ვაკანსიას გადაცემის წამყვანი/რეპორტიორის პოზიციაზე სრული სამუშაო დატვირთვით. ოფისი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 ივლისი.

    ძირითადი მოვალეობები: ახმეტის მუნიციპალიტეტში, კახეთის რეგიონში აქტუალური და საინტერესო საკითხების მოძიება და გაშუქება; მულტიმედია მასალების (ვიდეო, ფოტო, აუდიო, ტექსტი) მომზადება (ახალგაზრდებს, რომლებმაც არ იციან გადაღება და მონტაჟი, შევასწავლით). სათემო რადიოს გადაცემების დაგეგმვა და პირდაპირ ეთერში წაყვანა; რადიოს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა.

    მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); თხრობისა და წერის კარგი უნარები (სასურველია); სოციალური მედიის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ენთუზიაზმი.

    ანაზღაურება 600-დან 1200 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით). ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის უნარებისა და გამოცდილების გათვალისწინებით. სამუშაოს დაწყება დაუყოვნებლივ.

    პანკისის სათემო რადიო მაუწყებლობს სიხშირეზე FM 101.1 ქართულ ენაზე. სათემო რადიოს მიზნებია: მოსახლეობის ინფორმირება ობიექტური ინფორმაციით; ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა; სამოქალაქო განათლების, ჩართულობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა; სხვადასხვა ჯგუფების ადვოკატირება; სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება და რადიოს საქმიანობაში თემის მონაწილეობის გაზრდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს

    ღამის 12 საათისთვის სროლა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში. პანკისის…

    პანკისის სათემო ორგანიზაციის განცხადება

    პანკისის სათემო ორგანიზაცია ეხმაურება 23-24 ივლისს, დუისსა და მატანში მომხდარ…

    დაპირისპირება ქისტებსა და მატნელებს შორის გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო

    სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელში 400-მდე კაცია შეკრებილი და ცენტრალური…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]