• სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

    ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020 11:55 view 1719
    სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

    მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

    მატანის შესასვლელთან და გასასვლელთან საველე კარვებია აწყობილი.​ მატანში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება ​თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ატარებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

    მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

    სოფელ მატანში COVID-19 პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მის მშობლებსაც.

    ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 109 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 17 თბილისში, 9 ზუგდიდში, 9 გარდაბანში, 6 გორში, 6 გურჯაანში, 4 ოზურგეთში, 4 ქუთაისში, 1 მცხეთაში. 

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი.

    13 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 სექტემბერს - 158.

    პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 2392 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1369 უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]