• weather cur horoscope

    ახალი დეტალები ვახტანგ ფარეულიძის ძმის და დაცვის წევრების დაკავებაზე

    ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020 12:52 view 4405
    ფოტოზე - ვახტანგ და ბაქარ ფარეულიძეები ფოტოზე - ვახტანგ და ბაქარ ფარეულიძეები

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმის და მისი დაცვის სამი წევრის დაკავებაზე. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს და თანხის გამოძალვის მიზნით სცემეს. ერთ-ერთი ბრალდებულის ისლამ დუიშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან სამართალდამცავებმა სხვადასხვა იარაღი, ბეისბოლის ხელკეტები და 68 900 დოლარი ამოიღეს.

    „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბაქარ ფარეულიძე, 1998 წელს დაბადებული ზელიმხან აჭიშვილი, 2000 წელს დაბადებული ზელიმ ბაკაევი და 1994 წელს დაბადებული ისლამ დუიშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ისლამ დუიშვილის მართვის ქვეშ არსებული, "LEXUS GX"-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "CZ"-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი.

    გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

    ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების შესახებ სააგენტო "რეგინფომ" ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნა. "რეგინფოსთან" საუბარში ვახტანგ ფარეულიძემ განაცხადა, რომ ტაჯიკეთის მოქალაქეებს მისი მეგობრების ვალი ჰქონდათ და გადახდა მოსთხოვეს. ფარეულიძემ ძმის და დაცვის წევრების მიერ ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცება და ფიზიკური ანგარიშსწორება უარყო. ადვოკატის ინფორმაციით, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი ვახტანგ ფარეულიძის დაცვის წევრები არ არიან, აჭიშვილი რესტორან "ნასიმში" იყო დასაქმებული, ბაკაევთან კი ვახტანგ ფარეულიძეს ბოლო ერთი თვეა ურთიერთობა არ ჰქონია. 

    ვახტანგ ფარეულიძის ნათესავია (ცოლის ძმა) არბი ქავთარაშვილი, რომელიც მსჯავრდებულია ვისური მუთოშვილის მკვლელობაში. 37 წლის ვისური მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოში პოლიციელების თვალწინ მოკლეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ონლაინ სწავლების გამოწვევები – რა შეცვალა კოვიდ-19-მა ჯოყოლოს სკოლაში

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, სადაც 146 მოსწავლე სწავლობს,…

    მთავრობა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს ხმების ყულაბად განიხილავს - ჭიაბერაშვილი

    რატომ არ ხვდება „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის…

    ახმეტის მერიამ პანკისის სათემო რადიოს ოფისის გაყიდვა არჩევნებამდე შეაჩერა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უკან…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]