• ახმეტის მერია 250 000 ლარით მაღალჩინოსნების ავტომობილების ნაცვლად სპეცმანქანებს ყიდულობს

    სამშაბათი, 18 მაისი 2021 19:05 view 4044
    ფოტოზე - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი ფოტოზე - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 250 000 ლარით, მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ხუთი ავტომობილის ნაცვლად, სამ სპეცმანქანას ყიდულობს. ახალი სპეცმანქანებით კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები ისარგებლებენ.

    ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან განაცხადა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა „საჭიროებებიდან გამომდინარე“ გადაწყვიტეს.  

    „სულ სამ სპეცმანქანაზეა საუბარი. ეს არ იქნება პირადი სარგებლობის მანქანები რომელიმე სამსახურისთვის, მერისთვის, ან მოადგილეებისთვის. 146 ათასად უკვე შევიძინეთ ამწე კალათა კეთილმოწყობის და გარე განათების სამსახურისთვის, რომ ღამის განათების ექსპლუატაცია ნორმალურად და ოპერატიულად მოხდეს. მეორე სპეცმანქანა, რომელსაც შევიძენთ, იქნება ნახევრად სატვირთო, „პიკაპის“ ტიპის და მოემსახურება სოფლის წყლის სისტემებს. ხოლო მესამე მანქანა განკუთვნილი იქნება ინფრასტრუქტურის სამსახურისთვის, რომელიც მონიტორინგს უწევს სხვადასხვა დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს, მშენებლობებს“, – ამბობს ნასყიდაშვილი.

    დანარჩენი ორი სპეცპანქანის შესაძენად ტენდერი მომავალ კვირაში გამოცხადდება.

    ახმეტის მერია 5 ავტომობილის შეძენას აპირებდა, რაზეც საკრებულოს წევრთა უმრავლესობის თანხმობა მიიღო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 275 ათასი ლარი გამოყო. პანკისის სათემო რადიო წერდა, რომ ახალი ავტომობილებით მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ინფრასტრუქტურის, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის, ასევე, ზედამხედველობის სამსახურებს უნდა ესარგებლათ. მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ოპოზიციონერების და საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების თანხმად, 250 ათასი ლარი სამი სპეცმანქანის შეძენისთვის დაიხარჯება, დარჩენილი 25 ათასი ლარი კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს (თანადაფინასების სახით) მოხმარდება. 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]