• ახმეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა

    ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2016 15:37 view 3535
    ახმეტის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ახალ წელს ბიუჯეტის გარეშე ხვდება. საკრებულოს სხდომაზე 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი ჩავარდა. გამგებლის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი საკრებულოს 14-მა წევრმა დაუჭირა, თუმცა მის დასამტკიცებლად 16 ხმა იყო საჭირო.

    საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად მხოლოდ ერთი საკითხი - მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება იყო შეტანილი. სხდომას სულ საკრებულოს 20 წევრი ესწრებოდა, რომელთაგან ბიუჯეტის პროექტს მხარი 14-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 2, ხოლო 4-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

    ბიუჯეტის პროექტის განხილვას არ ესწრებოდა ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, რომელიც შვებულებაშია გასული და მეუღლესთან ერთად საბერძნეთში ისვენებს. ამის გამო პროექტი საკრებულოს სხდომაზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა არსენ ბუღრიძემ წარადგინა.

    საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა, რომ პროექტს მხარი მისი ბუნდოვანი შინაარსის გამო არ დაუჭირეს. მათი განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის გადმოცემაც კი პრობლემად არის გამხდარი და იგი მხოლოდ სხდომის წინ გადასცეს.

    „შევამჩნიეთ, რომ გამგეობა ციფრებით მანიპულირებს, მათ კომისიაზე და სხდომაზე პროექტის რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ საკრებულოს სხდომაზე მეტნაკლებად მისაღები ვერსია შემოაქვთ, ხოლო შემდეგ „საკანონმდებლო მაცნეში“ სხვა ვერსიას აგზავნიან, სადაც მათთვის სასურველი თანხებია ჩაწერილი“, - აცხადებენ საკრებულოს წევრები.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემდგომი განხილვა საკრებულოს მორიგი სხდომაზე იგეგმება, რომელიც 2017 წლის 3 იანვარს უნდა ჩატარდეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]