• ახმეტაში მერის არჩევნებში იოსებ ქარუმაშვილმა 59.41 %–ით გაიმარჯვა

    კვირა, 22 ოქტომბერი 2017 14:17 view 6082
    ახმეტაში მერის არჩევნებში იოსებ ქარუმაშვილმა 59.41 %–ით გაიმარჯვა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახმეტის მე-18 სარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა იოსებ ქარუმაშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების  59.41 % (8 523 ხმა) მიიღო. 29 უბნიდან ყველა უბნის შედეგები დათვლილი და გამოქვეყნებულია.

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა ხმების 18.84 % (2 703 ხმა ) მიიღო. მესამე ადგილზეა „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გელა ჭვრიტიძე, რომელსაც ხმების 10.56 % (1515 ხმა) აქვს მიღებული.

    მერობის დანარჩენი 5 კანდიდატის შედეგები ასეთია: ირაკლი უჯირაული („დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა –თავისუფალი საქართველო“) – 4.71 % (676 ხმა); თინათინ მოზაიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)  – 3.51 % (504 ხმა); ნიკოლოზ ბართიშვილი („შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“)  – 2.46 % (353 ხმა); ჯუმბერ შაშიაშვილი („გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“) – 0.04 % (57 ხმა); ბიძინა გოგოლაშვილი („ტრადიციონალისტები“) – 0.01 % (15 ხმა).

    ადგილობრივი თვითმმაღტველობის არჩევნებისთვის ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქში სულ 30 069 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა 50 %-მა, 15 036-მა ამომრჩეველმა მიიღო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]