• შალვა ნათელაშვილი მაჩალიკაშვილის საქმის გამო გომელაურის გადადგომას ითხოვს

    სამშაბათი, 16 იანვარი 2018 13:07 view 4895
    შალვა ნათელაშვილი მაჩალიკაშვილის საქმის გამო გომელაურის გადადგომას ითხოვს

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ვახტანგ გომელაურმა სპეცოპერაციის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

    „პანკისში მაჩალიკაშვილის მკვლელობამ დაადასტურა, რომ უშიშროების სამსახური თვითონ გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად და ტერორიზმის ხელშემწყობად.

    მოვუწოდებ უშიშროების ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობასა და თბილისში კონტრტერორისტული ოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა, რის შედეგადაც დაკავებული იქნა ოთხი პირი - რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი, ხოლო 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მაჩალიკაშვილი 10 იანვარს რეანიმაციაში გარდაიცვალა.

    უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მაჩალიკაშვილი და დაკავებული ოთხი პირი, 22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი ჯგუფის წევრებს ეხმარებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა, საიდანაც ჩანს, რომ მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან შოაიფ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად, თბილისში მდებარე ტელეფონების ერთ-ერთ მაღაზიაში შედის. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ვიდეოდან გარდა იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მათ იცნობდა, არაფერი მტკიცდება. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის თქმით, აღნიშნული პირები 2016 – 2017 წლებში პანკისის ხეობაში ხშირად იმყოფებოდნენ და მათ სეიფულას და აბდულას სახელით იცნობდნენ.

    ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 9 იანვარს, ახმეტაში კიდევ ერთი პირი, პანკისის მკვიდრი ზურაბ იდოიძე დააკავეს. ხუთივე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]