• weather cur horoscope

    სალომე ზურაბიშვილმა პანკისის ხეობაში ყველა საარჩევნო უბანი მოიგო

    ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 13:15 view 1490
    სალომე ზურაბიშვილმა პანკისის ხეობაში ყველა საარჩევნო უბანი მოიგო

    „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა,არჩევნების მეორე ტურიპანკისის ხეობის ხუთივე საარჩევნო უბანზე მოიგო.

    სოფლების - ჯოყოლოს, ომალოსა და ხალაწნის, ასევე დუისის ორ საარჩევნო უბანზე სულ 4720 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც არჩევნებში მონაწილეობა თითქმის ნახევარმა, ანუ 2353-მა მიიღო.

    N18 ახმეტის საარჩევნო ოლქის დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილს ხმა 335-მა ამომრჩეველმა მისცა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 173-მა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამ უბანზე 1189 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებზე კი 562-მა მივიდა.

    დუისის მე-5 საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 343 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ 120. აღნიშნული უბნის ერთიან სიაში 1036 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც არჩევნებზე ხმა 512-მა მისცა.

    ხალაწნის მე-8 საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილს 114 ხმა აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 86. ერთიან სიაში რეგისტრირებული 407 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 214-მა მიიღო.

    ჯოყოლოს 23-ე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილმა 413 ხმა დააგროვა, გრიგოლ ვაშაძემ 149. ამ უბანში 1299 ამომრჩეველია, არჩევნებში მონაწილეობა 616-მამიიღო.

    ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილს 277ხმა აქვს მიღებული, გრიგოლ ვაშაძეს - 160. ერთიან სიაში მყოფი 791 ამომრჩევლიდან, არჩევნებზე 449 მივიდა.        

    საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები პანკისის ოთხ უბანზე მოიგო. გამონაკლისი სოფელ ომალოს უბანი იყო, სადაც მან 129 ხმა მოაგროვა, გრიგოლ ვაშაძემ კი 150. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურის შემდეგ, ამ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა 24-ით გაიზარდა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები შემდეგიაგრიგოლ ვაშაძე - 780 633 ხმა (40.48 %); სალომე ზურაბიშვილი 1 147 627 ხმა (59.52 %).

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]