• ფოკუსი – არჩევნები კოვიდ-19-ის პირობებში და მის მიღმა დარჩენილი ამომრჩეველი

    ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2020 15:35 view 1254
    ფოკუსი – არჩევნები კოვიდ-19-ის პირობებში და მის მიღმა დარჩენილი ამომრჩეველი

    შაბათს, 31 ოქტომბერს, საქართველოში კოვიდ-19-ის პირობებში პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, კომისიის წევრებსა და დამკვირვებელს გარკვეული რეგულაციებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა დაცვა მოუწევთ.

    ცესკოს დადგენილებით, იმ ამომრჩევლებს, რომლებიც კოვიდინფექციის გამო საავადმყოფოში, კოვიდ-სასტუმროში, საკარანტინო სივრცესა თუ სახლში იმყოფებიან, საშუალება ექნებათ, ხმა გადასატანი საარჩევნო ყუთების მეშვეობით მისცენ. ასეთი ამომრჩევლების რეგისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციამ 24 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის შედეგად, ეს ვადა ჯერ 27 ოქტომბრის 14:00, შემდეგ კი 18:00 საათამდე გაახანგრძლივა. ამ დრომდე უცნობია, თვითიზოლაციაში მყოფი რამდენი ადამიანი დაუკავშირდა ცესკოს და რამდენი ვერ შეძლებს საარჩევნო უფლების განხორციელებას.

    რა გავლენა იქონია კოვიდ-პანდემიამ არჩევნებზე? რა პროცედურების გავლა მოუწევს უბანზე მისულ ამომრჩეველს? რა ზომებია მიღებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის? როგორ მისცემენ ხმას საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები? როგორ აფასებს არასამთავრობო სექტორი თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს და ასეთი პირების რეგისტრაციის პროცესს?

    გადაცემა „ფოკუსის“ სტუმრები არიან:

    მარეხი მგალობლიშვილი – იურისტი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თელავის ოფისის წარმომადგენელი;

    გიგი ჩიხლაძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ წარმომადგენელი; 

    გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, თუმცა მათგან უარი მივიღეთ.

    „ფოკუსის“ წამყვანია რამზან გორგიშვილი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]