• ფოკუსი – არჩევნების მეორე ტური: გიორგი ბოტკოველი და ირაკლი ქადაგიშვილი

    ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 15:17 view 1915
    ფოკუსი – არჩევნების მეორე ტური: გიორგი ბოტკოველი და ირაკლი ქადაგიშვილი

    მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – ახმეტის, თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში – 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი, რომელსაც პირველ ტურში, ცესკოს მონაცემებით, 35 645-მა (40.43%) ამომრჩეველმა მისცა ხმა, პროტესტის ნიშნად მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.

    „დარწმუნებული ვარ, რომ ის 35 600 ამომრჩეველი, რომელმაც მე დამიჭირა მხარი, არ მოელის, რომ 31 ოქტომებერს ჩატარებული აგრესიული არჩევნები, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ, რამენაირად „გავუპრავო“ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“. ჩემი არ მონაწილეობა მიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება, ლეგიტიმაცია მიიღოს“, – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

    „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა პირველი ტურის შემდეგ აქტიური საარჩევნო კამპანია გააგრძელა. ქადაგიშვილმა 31 ოქტომბერს 41 662 ამომრჩევლის ხმა (47.26%) მიიღო. ის ამბობს, რომ პირველი ტური დამაჯერებლად მოიგო და მეორე ტურშიც გაიმარჯვებს. მისი შეფასებით, ოპოზიციის ბოიკოტი უპერსპექტივო და პოლიტიკურად უმწიფარი ნაბიჯია.

    „მე არ მჭირდება გიორგი ბოტკოველის ამომრჩევლების დარწმუნება, მე მომცენ ხმა. ჩემი ამომრჩეველი მყავს, რომელმაც გამარჯვება მომიტანა. პირიქით, ჩემს ოპონენტს მოუწევს დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი, რატომ არის უგულებელყოფილი მათი საარჩევნო ნება და რატომ ეუბნებიან უარს თავიანთ ამომრჩეველს“, – ამბობს ქადაგიშვილი.

    როგორ აფასებენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არჩევნების პირველ ტურს? 31 ოქტომბერს გამოვლენილ რა დარღვევებზე საუბრობს ოპოზიცია? როგორია კანდიდატების მოლოდინი მეორე ტურთან დაკავშირებით? რა გეგმები აქვს ირაკლი ქადაგიშვილს ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში? რას პასუხობენ კანდიდატები „ფოკუსის“ მსმენელთა შეკითხვებს?

    გადაცემის სტუმრები არიან: 

    გიორგი ბოტკოველი – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“;

    ირაკლი ქადაგიშვილი – მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;

    გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]