• weather cur horoscope

    მე და სახელმწიფო - მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობა და შესაძლებლობები

    ოთხშაბათი, 16 ნოემბერი 2016 16:31 view 2024
    მე და სახელმწიფო - მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობა და შესაძლებლობები

    გადაცემაში მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე ვსაუბრობთ.

    პანკისის ხეობაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ადგილზე მცირეა დასაქმების შესაძლებლობები, მაღალია უმუშევრობის დონე.

    უმუშევრობა მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზიც ხდება: ადგილობრივები სამუშაოს საძიებლად მიდიან როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ოჯახების უმრავლესობას სოციალური დახმარება აქვს დანიშნული.

    მას შემდეგ, რაც 2016 წელს მთავრობამ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო, ხეობაში 40-მდე პროექტი დაფინანსდა. პროექტების განხორციელების შემდეგ ხეობაში სხვადასხვა სერვისი შეიქმნა და 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

    გადაცემის სტუმარია:

    შალვა ჯაფარიძე - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნეს განვითარების კომპონენტის მენეჯერი;

    გადაცემას უძღვება ნაზი დაქიშვილი.

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]