• მე და სახელმწიფო - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები პანკისში

    პარასკევი, 30 დეკემბერი 2016 12:49 view 2970
    მე და სახელმწიფო - საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული პრობლემები პანკისში

    პანკისის ხეობაში 1999 წლის შემდეგ ჩეჩნეთიდან ჩამოსულ რამდენიმე ათეულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ არ აქვს. მათი ნაწილი რუსეთის მოქალაქეა, ნაწილმა კი რუსულ პასპორტზე უარი თქვა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობა მაინც ვერ მიიღო. საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო ადგილობრივები სახელმწიფო პროგრამებით ვერ სარგებლობენ.

    როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, რა ვადებში ხდება მოქალაქეობის მინიჭების მიზნით წარდგენილი დოკუმენტების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, რა შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი? რა წესით ხდება მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის გასაჩივრება?

    გადაცემის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):
    სოსო გიორგაძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახური უფროსი.

    სიუჟეტის ავტორია დიანა გაურგაშვილი. გადაცემას უძღვება - ნაზი დაქიშვილი.

     

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

     

     

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]