• weather cur horoscope

    მე და სახელმწიფო - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და მოლოდინები პანკისში

    ხუთშაბათი, 05 იანვარი 2017 18:59 view 2155
    მე და სახელმწიფო - სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და მოლოდინები პანკისში

    ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში ვიზის გარეშე, ბიომეტრიული პასპორტით შესვლის საშუალებას მისცემს. ევროკავშირის ქვეყანაში დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, თუმცა ეს რეჟიმი არ შეეხება განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით განხორციელებულ გრძელვადიან ვიზიტებს.

    რას გულისხმობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და რა უფლებებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდეგ? როგორ აფასებენ ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივას პანკისის ხეობაში და რა მოლოდინები აქვთ?

    სტუდიის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):
    ივანე ჩხიკვაძე – ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ექსპერტი ევროინტეგრაციის საკითხებში.

    სიუჟეტია ავტორია – დიანა გაურგაშვილი; გადაცემას უძღვება – ნაზი დაქიშვილი.

     

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]