• მე და სახელმწიფო - ავტომობილების ტექდათვალიერება, საგზაო უსაფრთხოება და ეკოლოგია

    ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 09:26 view 4426
    მე და სახელმწიფო - ავტომობილების ტექდათვალიერება, საგზაო უსაფრთხოება და ეკოლოგია

    საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდება. დღეს საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც ნახევარზე მეტის ასაკი 20 წელს აღემატება. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.

    რატომ უნდა იყოს ავტომობილების პერიოდული ტექდათვალიერება სავალდებულო? რამდენად მასშტაბურია ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობის პრობლემა საქართველოში? როგორ განხორციელდება სავალდებულო ტექდათვალიერების დანერგვის რეფორმა და რა შედეგებია მოსალოდნელი? რას ფიქრობენ დაგეგმილ რეფორმაზე პანკისის ხეობაში?

    გადაცემის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):
    ირაკლი იზორია - ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.

    სიუჟეტის ავტორია ისლამ გორგიშვილი. გადაცემას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]